loader

"იმედია, ასეთ დღეებში, მსგავსი გამოწვევების დროს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერითაც ვიქნებით მადლიერნი" - შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმედია, ასეთ დღეებში, მსგავსი გამოწვევების დროს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერითაც ვიქნებით მადლიერნი" - შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძვანელი ქეთი კოვზიაშვილი, ქუთაისში, საქართველოს ბანკზე მძარცველის მიერ თავდასხმას და მძევლების აყვანას ეხმაურება.

"დღევანდელი მძიმე დღის შემდეგ, როცა უკვე ყველას შეგვიძლია მეტი დაფიქრებაც და მომხდარის ანალიზი, ემოციები როცა უკვე მშვიდად დამთავრებული პროცესების შემდეგ შეგვიძლია გადავდოთ - მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პოლიციელს - ხელმძღვანელებიდან დაწყებული, ვინც მაღალპროფესიონალურად შეძლეს ოპერაციის ჩატარება და ყველა ადამიანის, დამნაშავის თუ მისი მძევლების სიცოცხლის ხელშეუხებლობა დაიცვეს.

მთელი დღის განმავლობაში უწყების პირველი პირები იდგნენ მისი თანამშრომლების გვერდით. რამდენიმე საათის განმავლობაში, ადგილზე მძევლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა მინისტრის პირველი მოადგილეს. დღეს, როგორც დიდი, ერთიანი ოჯახი ყველა აკეთებდა ყველაფერს ქუთაისში განვითარებული ამბების მშვიდობიანი დასასრულისთვის.

მადლობა მინდა გადავუხადო მედიას და აღვნიშნო ის წინსვლა რასაც ჩვენ ყველამ მსგავსი სპეცოპერაციების დროს ერთად მივაღწიეთ.

თანამშრომლობის შედეგად დღეს მედია პირდაპირ ეთერს უკვე აღარ უთმობს თავდამსხმელს და პირველ რიგში ამით ვუფრთხილდებით მძევლების ოჯახებს, მათ ახლობლებას. ამავდროულად, თავდამსხმელს არ ვაძლევთ დამატებითი მანიპულაციის შესაძლებლობას.

იმედი მაქვს, ასეთ დღეებში, მსგავსი გამოწვევების დროს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი მხარდაჭერითაც ვიქნებით მადლიერნი" - წერს ქეთი კოვზიაშვილი.