სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელს ეკონტაქტება, სახელით მიმართავს - უახლესი კადრები
ქუთაისში, 'საქართველოს ბანკის" შენობაში, სადაც თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი, ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ცოტა ხნის წინ მძევლის სოციალური ქსელიდან მორიგი ვიდეო გავრცელდა, სადაც ისმის, რომ თავდამსხმელმა თანხასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეცვალა. ის 2 მილიონის ნაცვლად, მილიონ-ნახევარ დოლარს ითხოვს. მძევალთან ხაზზეა სამართალდამცველი, რომელიც თავდამსხმელისგან გარკვეულ დროს ითხოვს, რათა თანხა მიუტანონ.
ვიდეოში ერთი ფრაზაა ყურადსაღები, რა დროსაც სამართალდამცველი მძარცველს დათოთი მიმართავს. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პოლიციას მძარცველი იდენტიფიცირებული ჰყავს.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლად 12 პირი რჩება. უწყების განცხადებით, გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. მძარცველი 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს, ანკესს და რუსეთის დროშას ითხოვს.