მძიმე კადრები ბანკიდან - "აღარ შემიძლია უკვე... ღორი ხომ არ ხარ?! მოგვეცი 2 მილიონი, შემოუშვი ფული"
მძიმე კადრები ბანკიდან - "აღარ შემიძლია უკვე... ღორი ხომ არ ხარ?! მოგვეცი 2 მილიონი, შემოუშვი ფული".
ცნობისთვის, ქუთაისში, "საქართველოს ბანკში", შეიარაღებული პირი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.