"რაც აფეთქებები დაიწყო, ძალიან გვეშინია" - რა ხდება ზესტაფონში?
76 ოჯახის საერთო პრობლემა. ქალაქ ზესტაფონში, დიმიტრი უზნაძის 93 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეებს უსაფრთხოდ ცხოვრების მოთხოვნა აერთიანებთ. საცხოვრებელ კომპლექსს ბზარები მრავლად აქვს. აქ ადრე ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფო იყო, 2012 წელს კი ის აფხაზეთიდან დევნილთა საკუთრებაში გადავიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალი სახლის დაკარგვის საფრთხე დიდია.