"იცოდე, ყველაზე მეტად მე მიყვარხარ" - ემოციური კადრები, დათის კლასელები ვიდეოზარით დაუკავშირდნენ
"ყველაზე გულწრფელი ემოცია, უთბილესები და უსაყვარლესები" - ამის შესახებ დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ დათის კლასელები ვიდეოზარით ესაუბრებიან.
შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკიდან გერმანიაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ დათი გაკვეთილებს დისტანციურად დაესწრება.
"ჩვენც ჩვენებურად ვემზადებით სკოლისთვის. დიდი მადლობა მაკა მახარობლიძეს, თამუნა გელაშვილს, რომ გვაძლევთ საშუალებას დისტანციურად შემოგიერთდეთ და არ ჩამოვრჩეთ კლასს. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სემესტრიდან მაინც შევძლებთ სკოლაში სიარულს", – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.