შემზარავი კადრები - როგორ გამოიყურება "წამების ოთახი" იზიუმში?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის გათავისუფლებულ ნაწილებში აღმოაჩინეს „წამების ოთახები“ და მოწყობილობები, რომლებსაც რუსული ძალები იყენებდნენ.
"უკვე იპოვეს ათზე მეტი წამების ოთახი ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ რაიონებში - სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში", - აღნიშნა ზელენსკიმ.