საქართველოს რომელ ორ ქალაქს ესტუმრა ყველაზე მეტი ტურისტი
მიმდინარე წლის 6 თვეში საერთაშორისო ვიზიტების 57.9% თბილისში განხორციელდა. მას 38.4%-ით ბათუმი მოსდევს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ამავე პერიოდში უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ.