“ოკუპანტებმა ისევ მოინდომეს სროლა...“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკოლაივის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონის დაბომბვის ვიდეო გამოაქვეყნა.
“ოკუპანტებმა ისევ მოინდომეს სროლა, მაგრამ დაავიწყდათ, რა არის ატომური ელექტროსადგური. რუსეთი მთელ მსოფლიოს საშიშროების ქვეშ ამყოფებს. სანამ გვიანი არ არის, ის უნდა შევაჩეროთ“ - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
რუსმა ოკუპანტებმა წუხელ მიკოლაივის ოლქის ქალაქ იუჟნოუკრაინსკში ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო ზონა დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რაკეტა ბირთვული რეაქტორებიდან 300 მეტრში ჩამოვარდა.
„ენერგოატომის“ ცნობით, თავდასხმის შედეგად ატომური ელექტროსადგურის პერსონალი არ დაშავებულა.
სადგურის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან. "ენერგოატომის“ ცნობით, ამჟამად ატომური ელექტროსადგურის სამივე ენერგობლოკი საშტატო რეჟიმით მუშაობს.
წყარო: УНИАН