loader

დაძაბული მომენტი "სან სიროდან" - ხვიჩა კვარაცხელია და კრუნიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაძაბული მომენტი "სან სიროდან" - ხვიჩა კვარაცხელია და კრუნიჩი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხა. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.

სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.