სამტრედიაში, ხრამში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით მისი ვინაობა დადგინდა
სამტრედიაში, სოფელ გამოჩინებულში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ხრამში ჩავარდნილი ცხედარი შემთხვევით ადგილობრივმა ნახა. ზურგჩანთაში ნაპოვნი პირადობის მოწმობით კი დადგინდა, რომ გარდაცვლილი 51 წლის გიგა ნადირაძე იყო.
ის თვენახევრის წინ გაუჩინარდა. გიგა ნადირაძემ ტელეკომპანია "ზარში" წამყვანი ოპერატორის პოზიციაზე რამდენიმე ათეული წელი იმუშავა. მამაკაცს ივლისის ბოლოდან ეძებდნენ.
წყარო: რუსთავი 2