loader

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილი ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კიკეთში სროლის შედეგად დაჭრილებიდან ერთი პირი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს.

როგორც „ინტერპრენიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

„სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს“, - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის, ორი ქალია. დაჭრილი ქალები თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებული და მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.