loader

ტრაგედია ბათუმში - "სრულიად ჯანმრთელი გოგო იყო, 21 დღის წინ შეეძინა მეორე შვილი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ბათუმში - "სრულიად ჯანმრთელი გოგო იყო, 21 დღის წინ შეეძინა მეორე შვილი"

ბა­თუმ­ში 28 წლის ქალი თრომ­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შესახებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ლე­ლოს" წევ­რი ირაკ­ლი კუპ­რა­ძე წერს.

"16-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის დო­ბი­ლი, მე­გო­ბა­რი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი დავ­კარ­გე, მეც, ჩემ­მა სხვა მე­გობ­რებ­მაც, ნა­თე­სა­ვებ­მაც და თა­ვის­მა ორმა პა­წია ბავ­შვმა. 27 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად დავ­ფიქ­რდი, რომ სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­ცვა­ლო...

28 წლის სრულიად ჯანმრთელი გოგონა იყო. 21 დღის წინ შეეძინა მეორე შვილი" - წერს კუპ­რა­ძე.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი მა­რი­ამ კუპ­რა­ძეა, რო­მელ­საც 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა. რო­გორც კუპ­რა­ძე წერს, მა­რი­ამ კუპ­რა­ძეს მე­ო­რე შვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 21 დღით ადრე შე­ე­ძი­ნა.