loader

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ რუსეთი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინის გავლით რუსული ამიაკის ექსპორტს, თუ ოფიციალური მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გადასცემს.

„მე წინააღმდეგი ვარ ჩვენი ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციიდან ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი ტყვეების სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს", - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნულ იდეაზე კრემლმა სწრაფადვე განაცხადა უარი.

„ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?" - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რომლის კომენტარსაც რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS ავრცელებს.