loader

მასშტაბური ხანძრის მძიმე კადრები - ჩინეთში ცათამბჯენი იწვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასშტაბური ხანძრის მძიმე კადრები - ჩინეთში ცათამბჯენი იწვის

ჩინეთის ქალაქ ჩანშაში ცათამბჯენში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა ამჟამად უცნობია.

„ადგილიდან სქელი კვამლი ამოდის და რამდენიმე ათეული სართული იწვის. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები დაიწყეს“, - იტყობინება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.

მათივე ცნობით, შენობაში სახელმწიფო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, China Telecom-ის ოფისია განთავსებული. ჰუნანის პროვინციის ქალაქ ჩანშას მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს შეადგენს.