loader

კახა კუკავა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახა კუკავა განცხადებას ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა გაათავისუფლეს. ამის შესახებ კუკავა სოციალურ ქსელში წერს.

"ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისათვის, უკვე სახლში ვარ. ივანიშვილის რეჟიმი, თავისი მევახშეებით და ზონდერებით, არის მეტასტაზი ქართული სახელმწიფოს სხეულზე. ამიტომაც აუცილებელია ყველა ზომიერი, ეროვნულად მოაზროვნე, ჯანსაღი ძალის გაერთიანება, რათა როგორმე ამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჭაობიდან, ვიდრე სახელმწიფოს ლპობის პროცესი შეუქცევადი გახდება", - წერს კუკავა.

306948812-10222417195727819-6397619382031401049-n-1663309142.jpg

შეგახსენებთ, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, გუშინ ხმაური იყო - აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება დაიწყეს, რაც ადგილობრივებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის შედეგადაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა კუკავა.