loader

ცნობილია, როდის გაიმართება მაქსიმ გალკინის და "მაშინა ვრემენის" კონცერტები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, როდის გაიმართება მაქსიმ გალკინის და "მაშინა ვრემენის" კონცერტები თბილისში

რუსული ჯგუფის "მაშინა ვრემენისა" და იუმორისტ მაქსიმ გალკინის კონცერტები თბილისში მაინც გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაცია biletebi.ge-ს "ფეისბუქის" გვერდზე განთავსდა.

"მეგობრებო, "მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.

მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში," - წერია განცხადებაში.

ბილეთების გაყიდვის სერვისმა კონცერტების გაუქმების შესახებ 2 სექტემბერს დაწერა. მათ განაცხადეს, რომ სამი კონცერტის ორგანიზატორს დარბაზმა უთხრა უარი ღონისძიების ჩატარებაზე, ფორმალურ მიზეზად კი სარემონტო სამუშაოები დაასახელეს.

"დაუჯერებელია რომ კერძო ორგანიზაცია თავისი ინიციატივით უარს ამბობს შემოსავალზე და მიდის ასეთ რეპუტაციულ ზიანზე.

ცხადია, ეს მოხდა პოლიტიკური კონტექსტით. აკრძალეს არტისტები (მაკარევიჩი, გალკინი), რომლებიც ღიად უჭერენ მხარს უკრაინას და რომელთაც მხარს უჭერენ უკრაინელები. გადახედეთ კომენტარებს არტისტების მომართვებზე," - წერდა biletebi.ge-ს ადმინისტრაცია.

ინფორმაციას გამოეხმაურა თეა წულუკიანი. კულტურის მინისტრის განცხადებით, ინფორმაცია იმაზე, რომ მაქსიმ გალკინსა და ანდრეი მაკარევიჩს უწყების მიერ უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე, არასწორია.

თეა წულუკიანის თქმით, სპორტის სასახლე სამინისტროს მმართველობაში მოქმედი ორგანიზაცია არა არის, შესაბამისად, კონცერტის ჩატარების საკითხი სამინისტროს კომპეტენციას სცილდება.