loader

სკანდალური ინტერვიუ, რომელიც პირველად ქვეყნდება დედოფლის გარდაცვალების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ინტერვიუ, რომელიც პირველად ქვეყნდება დედოფლის გარდაცვალების შემდეგ

დღეს ქსელში გამოჩნდა 70 წლის პრინცესა ანას იშვიათი ინტერვიუ, რომელიც მხოლოდ 5 წლის შემდეგ და მხოლოდ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

2017 წელს, ჟურნალისტ კრის შიპთან დიალოგში ანამ პირველად გულწრფელად ისაუბრა სამეფო ოჯახში ურთიერთობაზე და ასევე, დაიცვა დედა კრიტიკისგან პრინცესა დიანას ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ყვითელმა პრესამ მონარქი თითქმის მკვლელობაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ დაგმო დედოფალი იმის გამო, რომ შვილიშვილები - უილიამი და ჰარი - დედის გარდაცვალებისთანავე არ გაგზავნა ლონდონში.

"ვფიქრობ, დედაჩემი სწორად მოიქცა", - უთხრა ანამ მასპინძელს, "- ნებისმიერ საღად მოაზროვნე მშობელს უნდა ესმოდეს, რომ ამ წუთში ბავშვების ლონდონში ჩამოყვანა აბსურდი იქნებოდა. უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ასე უკეთესი იქნებოდა."

შეგახსენებთ, რომ დიანას გარდაცვალების შემდეგ ელიზაბედმა არჩია შვილიშვილების წაყვანა შოტლანდიაში, ბალმორალში, ყველგან, პაპარაცებისგან მოშორებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი ზრუნავდა პრინცებზე, ბრიტანელებმა ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

ასევე ინტერვიუში, ანამ მის უდიდებულესობას "მისაბაძი მოდელი" უწოდა და აღიარა, რომ მისი მშობლების (ელისაბედისა და პრინცი ფილიპის) პარტნიორობა „ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო". შეგახსენებთ, რომ მათ ქორწინებაში 73 წელი იცხოვრეს და სხვა სამეფო გაერთიანებებს შორის რეკორდი მოხსნა. პრინცი ფილიპი გასულ წელს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანა 36 წლის ასაკში 1997 წლის 31 აგვისტოს ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, მძღოლი ჰენრი პოლი, რომელმსაც დაიანა და მისი შეყვარებული, დოდი ალ-ფაიედი და მცველი, ტრევორ რის-ჯონსი გადაჰყავდა, ნასვამი იყო და სიჩქარეს გადააჭარბა, ცდილობდა, მანქანას გაკიდებული პაპარაცებისთვის გაესწრო, მაგრამ კონტროლი დაკარგა. ავტოავარია პარიზში, Pont de Alma გვირაბში მოხდა. დიანას ტრაგიკული სიკვდილის ირგვლივ მრავალი შეთქმულების თეორია ვრცელდებოდა და ვრცელდება დღემდე.