ემოციური კადრები - კოსმოსში გაშვებიდან 45 წლის შემდეგ NASA-ში “ჩაკრულო“ ცოცხლად შესრულდა
“დიდი ქართული ზეიმი ნასაში!
დღეს ნასაში, იქ, სადაც 45 წლის წინ გადაწყდა "ჩაკრულოს" კოსმოსში გაშვება, გაიმართა ჩემი საჯარო ლექცია. ლექცია ორგანიზებული იყო კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ნასას მიერ და იდეის ავტორი გახლავთ ნასას მთავარი ინჟინერი რობ მენინგი.
ლექციის შემდეგ ცოცხლად შევასრულეთ "ჩაკრულო"! ეს იყო მართლაც უდიდესი პატივი და დაუვიწყარი დღე!“ - ფოტოებს და ინფორმაციას რამაზ ბლუაშვილი ავრცელებს.
ვიდეო: Tea Agladze