loader

“არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი... ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ამ კაცს მიესადაგება“ - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი... ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ამ კაცს მიესადაგება“ - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას პასუხობს

“ჩვენ თვეების მანძილზე ვიყენებდით ტერმინ „უსამშობლოს“ და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო“, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც კობახიძეს უსამშობლო უწოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელია არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და ამ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ თეორიულად იმის დაშვება, რომ საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთში ომი მოუწიოს, ნიშნავს არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან ომს.

„როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“, - განაცხადა კობახიძემ.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.

„კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის - უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია ან არ უნდა, რომ გაიგოს“, - განაცხადა მელიამ.