loader

“ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ ჩვეულებრივი უზრდელობა, რითაც გამოირჩევიან მანჯგალაძეც და ჩიხლაძეც... ვინც ამ პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია როგორმე საბოტაჟი განახორციელოს“ - ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის არჩევაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ ჩვეულებრივი უზრდელობა, რითაც გამოირჩევიან მანჯგალაძეც და ჩიხლაძეც... ვინც ამ პროცედურას ემიჯნება, ბოლომდე ავლენს, რომ მისი მიზანია როგორმე საბოტაჟი განახორციელოს“ - ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის არჩევაზე

“ეს იყო არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ ჩვეულებრივი უზრდელობა, რითაც გამოირჩევიან მანჯგალაძეც და ჩიხლაძეც, არ ჩამორჩებიან საკუთარ ლიდერს. ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში ქვეყნისთვის და 12 პუნქტის შესრულების პროცესისთვის. იკვეთება მათი განზრახვა, როგორმე ხელი შეუშალონ პუნქტების შესრულებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შესახებ და ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გადაწყვეტილებას, რომ პარტია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არ ჩაერთვება.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებელი" სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებები არ შეესაბამება ევროპული რეკომენდაციის პრინციპებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, მან პაპუაშვილს „არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ელემენტარულ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს.