loader

"შენი უნამუსო დედა მოვ***ნ... ქალებს სცემენ, როგორც საქონლებს" - ხმაური და დაპირისპირება ლოტკინზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი უნამუსო დედა მოვ***ნ... ქალებს სცემენ, როგორც საქონლებს" - ხმაური და დაპირისპირება ლოტკინზე

ხმაური და დაპირისპირება ლოტკინის დასახლებაში. საპოლიციო ძალები კიდევ ერთი ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ. მიზეზი 25 000 ამერიკული დოლარია, რომელიც ოჯახმა კერძო მევახშისგან აიღო.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კერძო იპოთეკარი განგებ არ მიდის მოლაპარაკებაზე და 120 000 ამერიკული დოლარის ქონების მიტაცებას ამ გზით ცდილობს. ოჯახი "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ მზად არიან თანხა გადაიხადონ, თუმცა ეკატერინე ყოლბაია მათ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ადგილზე სხვა დაზარალებულებიც მივიდნენ. მათი თქმით, მევახშეებმა თაღლითური სქემით რამდენიმე ათასი დოლარის კუთვნილი ქონება მიითვისეს. ერთ-ერთი მოქალაქე აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის წინ პოლიციამ ის და მისი მცირეწლოვანი შვილები კუთვნილი ბინიდან ძალის გამოყენებით გააძევა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სახეზეა სისტემური პრობლემა და საკანონმდებლო ხარვეზი. ისინი ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ.