loader

“ვენაცვალე “ქართულ ოცნებას“ პრიორიტეტებში! მტერი თუ თავს დაგვესხა, ატამი ვესროლოთ, თან მწიფე, კუხემ რამე არ ატკინოს“ - რას წერს ალეკო ელისაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვენაცვალე “ქართულ ოცნებას“ პრიორიტეტებში! მტერი თუ თავს დაგვესხა, ატამი ვესროლოთ, თან მწიფე, კუხემ რამე არ ატკინოს“ - რას წერს ალეკო ელისაშვილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ცვლილების შესახებ

"სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 480 მილიონით იზრდება. მისი თქმით, მათ შორის, სამინისტროების ბიუჯეტი შემდეგნაირად გაიზრდება: ჯანდაცვის სამინისტრო – 210 მილიონით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 150 მილიონით

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 80 მილიონით.

თავდაცვის სამინისტრო – 80 მილიონით

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 70 მილიონით

იუსტიციის სამინისტრო – 10 მილიონით

კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 43 მილიონით.

ვენაცვალე "ქართულ ოცნებას" და მთავრობას პრიორიტეტებში. მტერი თუ თავს დაგვესხა, ატამი ვესროლოთ, თან მწიფე, თორე კუხემ რამე არ ატკინოს. ომია, ბიჯო, ომი ჩვენ გარშემო ყველგან. შეიარაღება და აღჭურვილობა გვჭირდება. ჩვენი ლამაზი თვალების გამო არავინ გაგვიწევს ანგარიშს. ყოველთვის და ყველგან ძალას უწევენ ანგარიშს, ძალას და არა მწიფე ატამს“ - წერს ალეკო ელისაშვილი.