loader

“ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენ პი­რა­დად მოგ­მარ­თავთ... დღემ­დე საქ­მეს არ მი­ე­ცა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა“ - ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენ პი­რა­დად მოგ­მარ­თავთ... დღემ­დე საქ­მეს არ მი­ე­ცა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა“ - ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

"ერთი წელი გა­ვი­და სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბი­დან, ერთი წლის წინ, 15 სექ­ტემ­ბერს, ქა­ლა­ქის შუ­ა­გულ­ში ჩემს შვილს, 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი მო­უ­წყვეს, ეს­რო­ლეს მის ნიჭს, წარ­მა­ტე­ბას, ეს­რო­ლეს მის სურ­ვილს, მი­სი­ვე შექ­მნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დიაპლაt­ფორ­მით “Feedc”-ი სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ოს რუ­კა­ზე და­ე­ტა­ნა, ას­რო­ლი­ნეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტრებ­მა, არ­ქი­ფო სე­თუ­რის შთა­მო­მავ­ლებ­მა, ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლებ­მა, მათ ხომ სექ­ტემ­ბე­რი კარ­გად აქვთ დაც­დი­ლი, შე­უმ­დგა­რი, სულ­გა­ყი­დუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ლაჩ­რუ­ლად ზურ­გი­დან მი­უშ­ვეს!

ეს­რო­ლეს, მაგ­რამ ვერ მოკ­ლეს, რად­გან იმა­ვე წუთს ნი­კოს ტრა­გე­დია ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის პი­რად ტრა­გე­დი­ად იქცა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც კი, ვინც ნიკო თა­ვი­სი საქ­მით ტრა­გე­დი­ის მერე გა­იც­ნო. მუხ­ლმოდ­რე­კით მად­ლო­ბას გიხ­დით, ვინც ჩვენ­თან ერ­თად აგერ უკვე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ვობთ ნი­კოს. მას შემ­დეგ ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი დღე არის ჩემი ოჯა­ხის­თვის 15 სექ­ტემ­ბე­რი, ყო­ველ დღეს სწო­რედ ისე მეფ­ლი­თე­ბა მთე­ლი სხე­უ­ლი, რო­გორც ჩემს შვილს და­უფ­ლი­თეს ქვეყ­ნის მტრებ­მა!

-0:18 ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, თქვენ პი­რა­დად მოგ­მარ­თავთ და გთხოვთ, ფიქ­რით ხუთი წუ­თით გა­ნი­ცა­დეთ ის ტკი­ვი­ლი, რო­გო­რი ტკი­ვი­ლი­თაც ჩვე­ნი ოჯა­ხი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს, პი­რა­დად და­ინ­ტე­რეს­დით!

საქ­მე მკვლე­ლო­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე ორმა ღირ­სე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ, ტაქ­სის მძღოლ­მა გახ­სნა, რო­დე­საც მკვლე­ლე­ბის მიერ გა­დაგ­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი პო­ლი­ცი­ა­ში წა­რად­გი­ნა, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი ოპე­რა­ტი­უ­ლი მა­სა­ლა, მოწ­მე­თა და თა­ნამ­ზრახ­ველ­თა ჩვე­ნე­ბა, მაგ­რამ დღემ­დე საქ­მეს არ მი­ე­ცა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მკვლე­ლო­ბი­დან თით­ქმის ექ­ვსი-რვა თვის მერე და­ი­კი­თხნენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი უშუა­ლოდ ფი­გუ­რი­რებს საქ­მე­ში!

ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, გთხოვთ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ხუთი შვი­ლის დედა, ნუ გა­მო­მიყ­ვანთ დე­დის ამ­პლუ­ი­დან და მო­უ­წო­დეთ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, წლის თავ­ზე მა­ინც და­ერ­ქვას ყვე­ლა­ფერს და ყვე­ლას თა­ვის სა­ხე­ლი. მე, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, აუ­ცი­ლებ­ლად ნი­კოს სა­ხე­ლით გა­ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს, რომ სხვი­სი შვი­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ ჩემი ნი­კოს დღე­ში. მკვლე­ლე­ბი, დამ­კვე­თე­ბი და თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არი­ან ქვეყ­ნის­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­შიშ­ნი, სა­ში­ში თქვე­ნი, ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, მათი მო­მავ­ლის­თვის, ცი­ხის კედ­ლე­ბი კი არის მათ­თვის გა­დარ­ჩე­ნის გზა, იქ უკეთ და­ფიქ­რდე­ბი­ან სა­კუ­თარ გა­ყი­დულ სულ­ზე!

ნი­კოს ოჯა­ხი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვუ­წო­დებ­დით სი­ნა­ნუ­ლის­კენ მკვლე­ლებ­საც, დამ­კვეთ­საც და თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­საც, სა­წყე­ვა­რი და საძ­რა­ხი­სი სი­ტყვაც არ დაგ­ვცდე­ნია და არც ახლა ვა­პი­რებთ, მაგ­რამ თუ სა­მარ­თა­ლი ვერ ვპო­ვე, ნი­კოს სა­ხე­ლით ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას ვთხოვ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ვის­თვი­საც ეს ქვე­ყა­ნა ძვირ­ფა­სია, ვი­საც აღელ­ვებს მისი მო­მა­ვა­ლი და სა­მარ­თალს მა­ინც ვი­პო­ვი!!!

კი­დევ ერთხელ გთხოვთ, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო, ნუ გა­მო­მიყ­ვანთ დე­დის ამ­პლუ­ი­დან, არ მაქვს ამის სურ­ვი­ლი, მეც თქვენ­სა­ვით მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი მყავს აღ­საზ­რდე­ლი. მო­მე­ცით შვი­ლის გლო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა!!!

იზა ომა­ძე

ჩემო წა­მე­ბით გა­სუ­ლო შვი­ლო ამ ქვეყ­ნი­დან, ჩემო ნიკო, მად­ლო­ბა იმ ოც­და­ო­რი ძვირ­ფა­სი წლის­თვის, მად­ლო­ბა იმ დიდი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენს ოჯახ­ში შენი მოვ­ლი­ნე­ბით შე­მო­ი­ტა­ნე და იმ სიძ­ლი­ე­რის­თვის, რაც შენი იმი­ერ­ში გა­და­ნაც­ვლე­ბით დაგ­ვი­ტო­ვე. ბერი პა­ი­სი ამ­ბობს, ნა­ად­რე­ვად ზე­ცა­ში გა­სუ­ლი შვი­ლე­ბი, ღირ­სე­ულ მშობ­ლებს სა­მო­თხის კარ­თან რი­პი­დე­ბით ხვდე­ბი­ა­ნო. უკვე წარ­მო­მიდ­გე­ნია ის დღეც. ისე, დე­დე­ბო, თუ ცი­ხე­ში მყო­ფი შვი­ლე­ბი გე­ნატ­რე­ბათ, სა­ნუ­გე­შოდ ნი­კოს საფ­ლავ­ზე გე­ლით.

"ვფიქ­რობ, ფიქ­რში ვი­ძი­რე­ბი, ვე­ღარ ვუძ­ლებ ტკი­ვი­ლებს, სიზ­მარ­ში ვარ, თავს ვი­ტყუ­ებ, მერე ისევ ვიღ­ვი­ძებ. მე­ლან­დე­ბა? კლავს გვე­ლე­შაპს, აგერ, თა­ვიც გა­გორ­და. ჰოდა, სა­ნამ აქოთ­დე­ბა, გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ, რა მოხ­და! - წერს კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა.