loader

"თქვენ ბი­ძი­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბით და ჩვენ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძვით!" - რას ამბობს გოგაშვილის ქალიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათ ოჯახს 15 მლნ ლარის ქონება დაუყადაღეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ ბი­ძი­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბით და ჩვენ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძვით!" - რას ამბობს გოგაშვილის ქალიშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათ ოჯახს 15 მლნ ლარის ქონება დაუყადაღეს?

სუს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სოსო გო­გაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი გო­გაშ­ვი­ლი ტყუ­ილს უწი­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მათი ოჯა­ხის და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა 15 მლნ ლარს აღე­მა­ტე­ბა.

პოსტს ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს:

"ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო, თით­ქოს გო­გაშ­ვი­ლის ოჯახს 15 მი­ლი­ო­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა და­უ­ყა­დაღ­და, აუ­ცი­ლებ­ლად აგებთ პა­სუხს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად! თქვენ ავ­რცე­ლებთ ტყუ­ილს და სი­მარ­თლეს რომ ამ­ბობ­დეთ, საქ­მეს ადევს გრი­ფი და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­როს და თქვენ ამით ამ­ტკი­ცებთ, რომ გა­ე­ცა­ნით გან­ჩი­ნე­ბას, აღ­რი­ცხეთ ქო­ნე­ბა და ახლა ამას სა­ჯა­როდ ამ­ბობთ?

ძა­ლი­ან კარ­გი, მად­ლო­ბა კი­დევ ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის! ტყუ­ი­ლის გავ­რცე­ლე­ბით ცდი­ლობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად გა­ნა­წყოს ჩემი ოჯა­ხის მი­მართ, რა­საც ვე­რას­დროს მი­აღ­წევთ, რად­გან თქვენ ბი­ძი­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბით და ჩვენ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძვით!" - წერს ნინი გო­გაშ­ვი­ლი.