loader

“ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას; დღეს, ზემოთ ახედვისას, მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენს სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას; დღეს, ზემოთ ახედვისას, მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენს სახელმწიფო დროშას - ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან, მტერი წავიდა, გაიქცა“ - ვოლოდიმირ ზელენსკი იზიუმში

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი გულების, შვილების და მომავლის გადარჩენისთვის, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს დეოკუპირებული იზიუმიდან მიმართა, სადაც მან უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„ბოლო თვეები ძალიან რთული იყო თქვენთვის. ამიტომ გთხოვთ: გაუფრთხილდით საკუთარ თავს, თქვენ ხართ ყველაზე ძვირფასი, რაც გვაქვს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

„ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ხალხის, უკრაინელი ხალხის ოკუპაცია ნამდვილად შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს, როდესაც დამცველები უკრაინის მიწებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ, უკრაინის დროშა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ადრე, როცა მაღლა ავიხედავდით, ყოველთვის ვეძებდით ცისფერ ცას, მზეს; დღეს კი, ზემოთ ახედვისას, ჩვენ და, განსაკუთრებით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, მხოლოდ ერთს ვეძებთ - ჩვენს სახელმწიფო დროშას. ეს ნიშნავს, რომ გმირები აქ არიან; ეს ნიშნავს, რომ მტერი წავიდა, გაიქცა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.