კადრები ქუთაისიდან, სადაც რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი შეჯახების შედეგად ამობრუნდა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.