"მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია" - კახა კალაძე
თბილისის მერია პროგრამის - "სპორტი უფროსი თაობისთვის" ფარგლებში, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნესდარბაზების მომსახურებას დააფინანსებს.
პროგრამა პირველ ეტაპზე 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში - ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრსა და გლდანის სპორტულ კომპლექსში.
რეგისტრაცია დაიწყება 19 სექტემბრიდან, ხოლო სერვისით სარგებლობა 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში მოხდება.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 24 03 04