loader

(18+) ნაწამები ცხედრები ხარკოვის ოლქში - რა დახვდათ უკრაინელებს გათავისუფლებულ სოფელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

(18+) ნაწამები ცხედრები ხარკოვის ოლქში - რა დახვდათ უკრაინელებს გათავისუფლებულ სოფელში?

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებული ხარკოვის ოლქის სოფელ ზალიზნიჩნოეში უკრაინელმა სამართალდამცავებმა 4 ადგილობრივის ცხედარი იპოვეს, რომლებსაც სხეულზე წამების კვალი აღენიშნებათ - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ​ზალიზნიჩნოეს მცხოვრებლებმა თავად მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს დეოკუპაციის შემდეგ და განაცხადეს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა მათი თანასოფლელები დახოცეს.

წინასწარი მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სოფლის ოკუპაციის დროს მოკლეს.

ცხედრები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადასვენებული.