loader

"2 წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ "მანანა" - სანდრო კაკულიამ "მთავარი არხი" დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2 წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ "მანანა" - სანდრო კაკულიამ "მთავარი არხი" დატოვა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა სანდრო კაკულიამ "მთავარი არხი" დატოვა. ამის შესახებ სანდრო კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

"I Left Job From-ს "მთავარი არხი"-ს ვერ დავწერ. არასდროს მეწერა და შესაბამისად, ვერც ვასტატუსებ, თორემ ამითვე დავამთავრებდი... ამიტომ იქამდე, სანამ ხვალ ეკრანზე მე ვეღარ მნახავთ, ვისაც გიყვარდათ ჩემი დანახვა/მოსმენა, იცოდეთ, რომ "მთავარი არხიდან" წამოვედი. საბოლოო ჯამში, ამ გადაწყვეტილებით ორი რამ მიხარია:

1) შევხვდი ბევრ საინტერესო სტუმარს და ვუსმინე კარგ live მუსიკას.

2) წამოვედი იქიდან, სადაც თითქოს მუდმივ unconditional Loop-ში ვიყავი გაჭედილი და ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში მისვლა უბრალოდ აღარ მინდოდა. მე ხომ ეგეთი "მსახიობიც" ვერ ვარ...

და ბოლოს, როგორც ჩვენს ბავშვობაში ამბობდნენ: "გარგო თუ განანაო?" ჩემი პასუხი 2 წლის წინანდელ გადაწყვეტილებაზე არის: მ ა ნ ა ნ ა (რომელსაც მთელი ბავშვობა ვთვლიდი, რომ რატომღაც სიტყვა "დეიდა" უხდებოდა ბოლოში)..." - წერს კაკულია.