loader

"დაიჭირეს ბავშვები, სახეში ურტყამდნენ, სისხლი წამოუვიდა, ჯერ ფეხის თითებს დაგაჭრი და მერე მოგკლავო" - შემზარავი შემთხვევა გლდანში და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაიჭირეს ბავშვები, სახეში ურტყამდნენ, სისხლი წამოუვიდა, ჯერ ფეხის თითებს დაგაჭრი და მერე მოგკლავო" - შემზარავი შემთხვევა გლდანში და საგანგებო გაფრთხილება მშობლებს!

ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, ყველა მშობლისთვის საყურადღებოა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ გლდანის პირველ მიკროში მოხდა. ახლა 3 შვილის დედა მომხდარს დეტალურად ჰყვება. მისი ერთადერთი მიზანია, მშობლები გააფრთხილოს და ის სტრესი, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა, სხვებს აარიდოს.

პატარა სკვერი მათი სახლიდან 10 მეტრის მოშორებით მდებარეობს. ნია ამბობს, რომ მისი 12 და 9 წლის შვილები სკვერში თითქმის ყოველდღე თამაშობენ, თუმცა მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ჰქონიათ. ორ მრავალსართულიან კურპუსს შორის მდებარე სკვერი მისი შვილებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიაჩნდა. იმის გამო, რომ მას 3 თვის ჩვილი ჰყავს, ხშირად ბავშვებს ეზოში მარტოებს უშვებდა და სახლის ფანჯრიდან მუდმივად აკონტროლებდა. ამ ინციდენტის შემდეგ კი ბავშვებს ეზოში ვეღარ უშვებს.

როგორც მოგვიანებით გაარკვიეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც გლდანში მოხდა. ნიამ სამართალდამცველებს მიმართა, ბავშვებმა პოლიციას ჩვენება მისცეს და ფოტორობოტიც უკვე შედგენილია.

ვინ არის წყვილი, რომელიც გლდანში ბავშვებს აშინებს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არსებობს კონკრეტული მახასიათებლები, რომლებსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვაჟღერებთ.