loader

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

12 წლის შვილიშვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ 60 წლის ბაბუას ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მსჯავრდებული და მისი ადვოკატი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სინამდვილეს შესაძლოა, არც გააჩნდეს. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაძლევს შემდეგი გარემოებები: სასამართლომ მიიჩნია, რომ პაპას გააჩნია სქესობრივი შეუღლების პოტენცია. დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ორი საექსპერტო დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ პაპა ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის სქესობრივ იმპოტენციას, რაც გახდა კიდევაც მისი ოჯახის დანგრევის საფუძველი 2008 წელს“, - აცხადებს ზურაბ თოდუა.

მისი განმარტებით, დაზარალებული არასრულწლოვანი სასამართლოზე წინასწარ მიღებულ დირექტივებს იმეორებდა.