ხარაგაულში 3 წლის ბავშვს შინდის კურკა გადასცდა და გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - 3 წლის გოგონა დაიღუპა. "მთავარის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, მოზარდი სოფელ ღარიხევში იმყოფებოდა. ბავშვს შინდის კურკა გადასცდა და გარდაიცვალა.
მომხდარს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.
წყარო: "მთავარი არხი"