loader

"აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, უნდა დაგეთანხმოთ, არის ამაში უხერხულობა" - რატომ დაჰყავს ირაკლი კობახიძეს შვილები კერძო სკოლაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, უნდა დაგეთანხმოთ, არის ამაში უხერხულობა" - რატომ დაჰყავს ირაკლი კობახიძეს შვილები კერძო სკოლაში

მე პირადად კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. არის ამაში გარკვეული უხერხულობა, ასეთია რეალობა და მოცემულობა, თუმცა არის უამრავი დეპუტატი, რომელსაც საჯარო სკოლაში დაჰყავს - უნდა მოვახერხოთ მეტი საბიუჯეტო რესურსის ჩადება განათლებაში, - ასე პასუხობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, რატომ ირჩევენ თანამდებობის პირები ძირითადად კერძო სკოლებს საკუთარი შვილებისთვის და რა კეთდება ქვეყანაში განათლების სისტემაში, რომ ზოგადი განათლება საჯარო სკოლებში გაუმჯობესდეს.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი ჩამორჩება ევროპულ ქვეყნებს, რადგან ეს დამოკიდებულია ეკონომიკაზე.