დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფალი მის საყვარელ შოტლანდიურ სამკვიდროში, ბალმორალში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითიც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, მსოფლიოში კი მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.