"ბრიტანეთი უნდა მოემზადოს ყველაზე უარესისთვის“ - პირდაპირი ეთერი ბუკინგემის სასახლიდან
ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხესიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან. BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ყველა შვილი ან იმყოფება შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში, ან გზაშია. პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა უკვე ჩავიდნენ ბალმორალში. ასევე, სასახლეში მიემგზავრებიან პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგანი, უილიამი კი უკვე ბალმორალშია, მისი მეუღლე ქეითი კი უინძორში დარჩა, რადგან უილიამისა და ქეითის შვილები დღეს პირველად წავიდნენ სკოლაში. გაერთიანებული სამეფოს მონარქს ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი ჰყავს.
სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები და ჟურნალისტები იკრიბებიან, მათ დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ.