“მინდა მივმართო ბატონ მდინარაძეს, იქნებ თავისი „გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და ენახა, როგორ სძინავთ ბაღებში ბავშვებს იატაკზე“ - ანა წითლაძე
მინდა მივმართო ბატონ მამუკა მდინარაძეს, რომელმაც წალენჯიხასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი - იქნებ იმ თავისი „გუჩის“ ფეხსაცმლით ერთხელ მაინც ჩამოსულიყო წალენჯიხაში და სანამ კომენტარს გააკეთებდა, ენახა, როგორ სძინავთ წალენჯიხის ბაღებში ბავშვებს იატაკზე, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვებით მიმართა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.