“მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი და ამას ვურჩევდი არახამიას...“ - ირაკლი კობახიძე დავით არახამიას მიმართავს
“არახამიამ დააანონსა, რომ ამას აპირებდნენ... ჯერ ელენე ხოშტარიამ დადო სია, ზუსტად იგივე სია დაიდო ახლა უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ამაზე ჩვენ ეჭვები გვაქვს, თუმცა ბოლომდე კარტებს არ გავშლით.
ჯობია გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი. დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი, ეს თქვას პირდაპირ, კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს - რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და მეორე ხელით რატომ ითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას. ამაზე ქართველ ხალხს უნდა ესაუბრონ, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ მათ ღირსება არ აქვთ. არახამიას ღირსება ვიცით, რაც არის.
მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი და ამას ვურჩევდი მე არახამიას. ნაცვლად გვერდითი შანტაჟისა, პირდაპირ თქვას, რომ იმიტომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს, რომ სურს მეორე ფრონტის გახსნა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.