loader

რა რისკები ახლავს თან ე.წ. ვენაში გადასხმას, რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ის აუცილებლად და რა შემთხვევაში არა? - "იზრდება ღვიძლის დაზიანების და სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა რისკები ახლავს თან ე.წ. ვენაში გადასხმას, რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ის აუცილებლად და რა შემთხვევაში არა? - "იზრდება ღვიძლის დაზიანების და სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი"

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ე.წ. ინტრავენური კვების ეფექტურობისა და რისკების შესახებ წერს.

მისი თქმით, ე.წ. ვენაში გადასხმის დროს იზრდება სისხლში თრომბის წარმოქმნის, ღვიძლის დაზიანების, ინიექციის ადგილზე ინფექციის განვითარების რისკი და შესაძლოა, ხელი შეეშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.

"ინტრავენური კვება (Intravenous Nutrition - IV) - ეფექტურობა და რისკები

მოსახლეობაში ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა "ინტრავენური კვება", ე.წ. ვენაში გადასხმა, რა დროსაც გამოიყენება სხვადასხვა პოლივიტამინით, მინერალით, მიკროელემენტით მდიდარი ხსნარები, რომლებიც პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში ხვდება, იმის მიუხედავად, რომ დღეისათვის მათი სარგებლის და უსაფრთხოების სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.

ასევე ბოლო პერიოდია სპორტსმენებში და გუნდებში ხშირია IV კვების გამოყენება პრაქტიკულად ყოველკვირეულად, როგორც პრე და პოსტთამაშის რუტინა.

ე.წ. drip bars და სხვა IV კვების სერვისები მრავლადაა ინტერნეტში. ისინი ირწმუნებიან (claims), რომ შეუძლიათ: იმუნიტეტის, ჯანმრთელობის და "პერფორმანსის" ბუსტირება, ჰიდრატაციის ხელშეწყობა, აღდგენის დაჩქარება.

ამ ყველაფრისთვის კი იყენებენ:

B ჯგუფის ვიტამინებს, ამინომჟავებს, გლუთათიონს, C ვიტამინს და ელექტროლიტებს - რასაც პოტენციურად აქვს ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების და ელექტროლიტების ორგანიზმში ნორმაზე მეტად მომატების პოტენციური შედეგი (მაგალითად, ჰიპერვიტამინოზი).

ტრადიციულად, IV nutrition, როგორც ინტერვენცია, გამოიყენება ჯანმრთელობის სერიოზული კლინიკური მდგომარეობების დროს, როგორებიცაა - ანემია, მიკროელემენტების დეფიციტის სიმპტომების დროს, ან რთული და მძიმე დეჰიდრატაციული მდგომარეობის შემთხვევაში, როდესაც პერორალურად სითხეების მიღება ვერ ხერხდება.

სამეცნიერო მტკიცებულება იმის თაობაზე რომ IV კვება ეფექტურია - დაღლილობის, იმუნური სისტემის გაუმჯობესების, აღდგენის თუ პერფორმანსის გაუმჯობესების მიზნით დღეისათვის არ არსებობს.

რა რისკები არსებობს??

1. IV კვებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ორგანიზმის დეტოქსიკაციის და იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას.

კერძოდ:

ღვიძლ-ნაწლავის ინტეგრაციული კავშირის (gut-liver axis) გვერდის ავლით შეუძლებელი ხდება ღვიძლის მიერ ტოქსინების მოშორება, რითაც ისინი პოტენციურად ხვდებიან პირდაპირ სისხლის მიმოქცევაში, ასევე ნაწლავის მიკრობიომის (gut microbiota) მოქმედების მექანიზმი პოტენციურად ირღვევა - მისი გამართული მუშაობა კრიტიკულ როლს თამაშობს ორგანიზმში მრავალი დაავადების განვითარების პრევენციის კუთხით, მათ შორის, სხვადასხვა იმუნური დაავადებების განვითარების.

2. IV კვებით მატულობს ინიექციის ადგილზე ინფექციის განვითარების, ასევე სისხლში თრომბის წარმოქმნის რისკი.

3. B6 ვიტამინის ძალიან მაღალი დონე ორგანიზმში ასოცირებულია პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებასთან.

4. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იტარებენ ინტრავენურად რკინის გადასხმას, ეზრდებათ ღვიძლის დაზიანების რისკი.

5. ასევე უცნობია B ვიტამინების და სხვა მიკროელემენტების სუპრათერაპიული დოზების გრძელვადიანი (long-term) ეფექტი ორგანიზმზე" , - წერს ზაზა თელია.