"მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ, ვერც ვერასდროს ვიქნებით ბევრი მიზეზის გამო" - ნიკა მელია
"მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ, ვერც ვერასდროს ვიქნებით ბევრი მიზეზის გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო. ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან. მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია, ეს ერთი, მაგრამ "ვერ ვიტანთ ერთმანეთს", - ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის" - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.