loader

ვინ არის ქართველი მასწავლებელი, რომელიც დიდ დიღომში 25 ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი მასწავლებელი, რომელიც დიდ დიღომში 25 ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს

ეს 21 წლის გიორგი ფანგანია, რომელიც ბოლო ორი კვირაა დიდ დიღომში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიჭია, განსაკუთრებით კი, ბავშვებში. ორ კვირაზე მეტია საღამოს 8 საათზე 25 ბავშვს სრულიად უსასყიდლოდ ქუჩის აკრობატიკას ასწავლის. გიორგი წარმოშობით სვანეთიდანაა. ამბობს, რომ მის ბავშვობაში ამდენი შესაძლებლობა არ იყო და ხშირად ბევრ რამეზე გული სწყდებოდა. ახლა ცდილობს, ბავშვებს დღეები გაუფერადოს და მათთან ერთად, თვითონაც ბავშვობაში იმოგზაუროს.

ბავშვების იდეა სპონტანურად გაჩნდა. ამბობს, რომ სამსახურის შემდეგ პარკში ყოველდღე მიდიოდა, ვარჯიშობდა და გარშემო ბავშვებს უყურებდა, როგორ ვარჯიშობდნენ და ხშირად სახიფათო ილეთებსაც აკეთებდნენ. ამიტომ გიორგიმ გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება მათთვის გაეზიარებინა. იდეაც ასე გაჩნდა.