რა ხდება ამ წუთებში ჩოხატაურში? - კადრები ადგილიდან
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ზემო ხეთის თემში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა შესაბამისი ძალები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ნატო გოგოლაშვილი აქვეყნებს.