loader

“ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად...“ - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილების შესახებ, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს უფრო მეტის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად...“ - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილების შესახებ, რომელიც 15 აგვისტოდან ამოქმედდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება მიიღო. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე შემცირდა.

გადაწყვეტილება 15 აგვისტოდან ამოქმედდა და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

სამომხმარებლო სესხი ფიზიკურ პირებზე გაიცემა ხელფასის, გზავნილების ან უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავლების დადასტურების საფუძველზე. მის მისაღებად ქონების უზრუნველყოფა ანუ საკუთრების იპოთეკით დატვირთვა არ არის საჭირო. სამომხმარებლო სესხების საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ვიდრე იპოთეკური სესხის.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ სირბილაძე ამბობს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილება მოქალაქეებს ძირეულ ცვლილებებს მოუტანს...