loader

ომის სისასტიკე სრული აღქმით - ვრცელდება ვიდეო, როგორ იბომბებოდა ენერგოდარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ომის სისასტიკე სრული აღქმით - ვრცელდება ვიდეო, როგორ იბომბებოდა ენერგოდარი

რუსული ძალები ქალაქ ენერგოდარს, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს, რის გამოც ზოგიერთ რაიონში წყალმომარაგება შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიას ელოდებიან, რომელმაც იქ არსებული სიტუაცია უნდა შეაფასოს. ელექტროსადგური რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა, რომელიც ობიექტში ორი მოქმედი რეაქტორიდან ერთ-ერთია.