“უმაგრესი ამბავი! ეს ნამდვილად უდიდესი სიახლეა“ - გიორგი ფხაკაძე აივ ინფექციის მკურნალობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
“უმაგრესი ამბავი!
აივ ინფექციის ახალი წამალი დაამტკიცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ, ეს ნამდვილად უდიდესი სიახლეა.
აივ ინფიცირებული ყოველდღიური წამლის მიღების მაგივრად გაიკეთებს 6 თვეში ერთხელ ერთ ინექციას - “Sunlenca® (Lenacapavir)“. ასევე, პრევენციის მიზნით ეს წამალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პრეპი ( პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა). აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღებით, პრეპი აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. და ახლა კი 6 თვეში ერთხელ იქნება საკმარისი. როგორც შეგპირდით, კარგი ახალი ამბები გვექნება ამ წელს. ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - ავრცელებს გიორგი ფხაკაძე.