loader

"და ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით..." - პავლე მგელაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"და ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით..." - პავლე მგელაძე მიმართვას ავრცელებს

"და ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით, მათ re:educate-ში გელოდებით. 1 წელიწადში მაქს კოდის წერას ისწავლით საკაიფოდ. მაქედან 1 წელიწადში 5,000-10,000 ლარი ხელფასი გექნებათ.

მესამე წელს ერთად ბიზნესები დავიწყოთ და მეოთხე წელს ეს ხალხი, რომ დაამთავრებს, სტაჟიორებად ავიყვანოთ..." - ამის შესახებ re:invent holding-ის დამფუძნებელი პავლე მგელაძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, თუ რომელ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ აბიტურიენტები და რამდენპროცენტიანი გრანტი მოიპოვეს სწავლის დაფინანსებისთვის.

2022 წლის ეროვნულ გამოცდებს 8 000 აბიტურიენტი გამოეთიშა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახეს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის თქმით, 2022 წლის ეროვნულ გამოცდებში 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა, სწავლის გაგრძელების უფლება კი სულ 32 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4000-ზე მეტმა კი - 50%-იანი.