loader

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!" - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში დასვენების შემდეგ სოციალურ ქსელში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!" - რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში დასვენების შემდეგ სოციალურ ქსელში?

"აი, რას ამ­ბობს ხალ­ხი უმეც­რე­ბა­ზე: "ძაღ­ლი ყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დის!" - ეს სტა­ტუ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქეთა თო­ფუ­რი­ას ბე­ლო­რუ­სმა ქმარ­მა ლევ დენ­გოვ­მა და­წე­რა.

ალ­ბათ, არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ლევ დენ­გო­ვის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ძველ ან­და­ზა­ში, რომ არა სკან­და­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მის სტუმ­რო­ბას მოჰ­ყვა. რამ­ზან კა­დი­რო­ვის მე­გო­ბა­რი მრჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც "კა­დი­რო­ვე­ლა­დაც" ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, ამ ან­და­ზით, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ მის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ კამ­პა­ნი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცო­ლის სამ­შობ­ლო­ში მის სტუმ­რო­ბას ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი ადამ კინ­ზინ­გე­რიც კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა: "რუ­სე­თის, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ძა­ლის, დღე­ე­ბი იწუ­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მტკი­ცედ ვურ­ჩევ, სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოს ამას და რუ­სეთ­თან ფლირ­ტი შე­წყვი­ტოს".

ქეთა თო­ფუ­რია, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ წყნეთ­ში ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი ვილა აი­შე­ნა, ხში­რად სტუმ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი პირ­ვე­ლად ივ­ლის­ში გავ­რცელ­და. მა­შინ წყვი­ლი მე­გობ­რებ­თან ერ­თად წავ­კის­ში იყ­ო გა­და­ღე­ბუ­ლი. Ambebi.ge-ს წყა­რო უდას­ტუ­რებ­და, რომ დენ­გო­ვი, რო­მელ­საც ოკუ­პა­ცი­ის კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი აქვს, მა­ნამ­დეც ხში­რად სტუმ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის პრო­ტეს­ტი დენ­გო­ვის აგ­ვის­ტო­ში სტუმ­რო­ბას მოჰ­ყვა, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტმა მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მლებ­შიც ჩან­და, რომ თო­ფუ­რია ქმარ­თან ერ­თად თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ერ­თო­ბო­და.

თო­ფუ­რი­ამ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის პრო­ტესტს ფო­ტო­თი უპა­სუ­ხა, რო­მელ­ზეც ის და მისი ქმა­რი კა­ხეთ­ში, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ გა­და­ღე­ბუ­ლი. წყვილ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, რად­გან რუ­სეთ­ში 1-ელ სექ­ტემ­ბერს სწავ­ლა იწყე­ბა, თო­ფუ­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი კი უკვე მე­სა­მე კლას­ში გა­და­დის.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/281612-zagli-qeps-karavani-midis-ras-cers-keta-topu/