loader

დარია დუგინას აფეთქების საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო ქვეყნდება - ვინ არის მეორე ეჭვმიტანილი პირი, რომელსაც "ეფ-ეს-ბე" მკვლელობაში ადანაშაულებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარია დუგინას აფეთქების საქმესთან დაკავშირებით ახალი ვიდეო ქვეყნდება - ვინ არის მეორე ეჭვმიტანილი პირი, რომელსაც "ეფ-ეს-ბე" მკვლელობაში ადანაშაულებს?

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, დარია დუგინას მკვლელობის მომზადებაში ნატალია ვოვკთან ერთად უკრაინის "დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის" კიდევ ერთი წევრი, ბოგდან ციგანენკო მონაწილეობდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური დუგინას მკვლელობის საქმეში ახალი ეჭვმიტანილის ვიდეოსაც ავრცელებს.

"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ მოსკოვში დარია დუგინას მკვლელობა ნატალია ვოვკთან ერთად მოამზადა უკრაინული დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, 1978 წელს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქემ, ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, რომელიც 2022 წლის 30 ივლისს ესტონეთის გავლით ჩავიდა რუსეთში და დარია დუგინას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე დატოვა რუსეთის ტერიტორია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ციგანენკომ ვოვკს გადასცა ყალბი საავტომობილო სანომრე ნიშნები და დოკუმენტები, რომლებიც რეალურად არსებული პიროვნების, ყაზახეთის მოქალაქე იულია ზაიკოს სახელზე იყო გაფორმებული. ასევე, დაეხმარა მას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა 20 აგვისტოს დაიღუპა, როდესაც ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა, აფეთქდა.