loader

"კადრი ნახე? ეს ვნებს თუ არა მიშას? წინ რატომ უნდა დაუდგე მიშას პლაკატით" - ნანუკა ჟორჟოლიანი თაკო ჩარკვიანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კადრი ნახე? ეს ვნებს თუ არა მიშას? წინ რატომ უნდა დაუდგე მიშას პლაკატით" - ნანუკა ჟორჟოლიანი თაკო ჩარკვიანს

პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ბათუმში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს ჩაწერის დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირდაპირ ეთერში პლაკატი - "თავისუფლება მიშას" გაშალა, შემდეგ კი მამუკა ხაზარაძის ცოლი პლაკატის დახევაში დაადანაშაულა.

"ისე გამაგებინეთ ადამიანებო, კოლეგებო, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე რატომ არ შეიძლებოდა ყოფილიყო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი პლაკატი, რომელიც პოლიტპატიმარია, ციხეშია უკიდურესად დაუძლურებული, რომელსაც ამდენი რამ აქვს გაკეთებული უკრაინისთვის და რუსეთთან - პუტინთან დაპირისპირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტია, მართლა მაინტერესებს, რა ხდება?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არ შეიძლება უდიერად მოეპყრო ამომრჩეველს, მოქალაქეს (სულ რომ გაღიზიანებდეს), ვის აქვს ამის უფლება (დაუშალო ნების გამოხატვა)? რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ობიექტურად კი სამომავლოდ საშიშია ასეთი ქმედება. ამ შერჩევითი "დემოკრატიით" შორს ვერ წავა პროცესი. ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი (ცუდი ფორმით გამოხატული ), ვერ "პრავდება" და რაც უფრო შეეცდება რომელიმე ლიდერი ამ საქციელის გამართლებას, კიდევ უფრო ცუდი იქნება სამომავლოდ. დემოკრატია "ჯიბის", პრივატიზირებული არ არის" - წერს თაკო ჩარკვიანი.

თაკო ჩარკვიანს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა:

"აქციაზე შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ კადრი ნახე? ჟურნალისტს რომ კომენტარს აძლევს პოლიტიკოსი, წინ რატომ უნდა დაუდგე მიშას პლაკატით და ეს ვნებს თუ არა მიშას პირველ რიგში".

თაკო ჩარკვიანი:

"ამ მოქალაქის უფლებაა, განხილვაც კი არ შეიძლება, მერწმუნე, არ არის კარგი სამომავლოდ, საშიში ტენდენციაა. მით უმეტეს, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, არავის გაუკვირდებოდა მიშას პლაკატი...

ნანუკა, მესმის, რასაც ამბობ, მაგრამ ფორმა, ფორმა იყო პოლიტიკოსისგან ძალზე უხერხული და ამპარტავნულად საშიში. არ არის კარგი სამომავლოდ, მე ამ შემთხვევაში აქტივისტზე მეტად პოლიტიკოსის თმენის ვალდებულება მაინტერესებს"...