loader

"რა დაემართა ჩემს საპენსიო დანაზოგს, 5 000 ლარი მქონდა და აღარ ჩანს" - სად გაქრა საპენსიო დანაზოგი, სააგენტო განმარტებას აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა დაემართა ჩემს საპენსიო დანაზოგს, 5 000 ლარი მქონდა და აღარ ჩანს" - სად გაქრა საპენსიო დანაზოგი, სააგენტო განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინტერნეტბანკიდან საპენსიო დანაზოგი გაქრა, რასაც საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, რატომ გაქრა საპენსიო დანაზოგი? როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ტექნიკური სამუშაოები, ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია და სერვისების მიწოდება აღდგა ჩვეულ რეჟიმში.

"საპენსიო სააგენტო პერიოდულად ახორციელებს აიტი ინფრასტრუქტურის განახლებას. როგორც იცით, ჩვენს მონაცემთა ბაზაში დაცულია მილიონობით მონაცემი და მათი დამუშავებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა შესაბამისი დაცვისა და წარმადობის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს.

დღეს მიმდინარეობდა ერთ-ერთი ასეთი ტექნიკური განახლება, რომლის დროსაც შეზღუდული იყო წვდომა მონაწილეების პირად საპენსიო გვერდებზე და ინტერნეტბანკში საპენსიო დანაზოგების შესახებ ინფორმაციაზე. ამ ეტაპზე აღნიშნული განახლება დასრულებულია და კვლავაც ჩვეულ რეჟიმში ხელმისაწვდომია ყველა სერვისი და ინფორმაცია" - ნათქვამია საპენსიოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.