loader

“ესაა შენელებული ბომბი და შეიძლება ნებისმიერ წუთს იმსხვერპლოს ვიღაცა“ - ტორესა მოსი თელავში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ესაა შენელებული ბომბი და შეიძლება ნებისმიერ წუთს იმსხვერპლოს ვიღაცა“ - ტორესა მოსი თელავში მომხდარი ინციდენტის შესახებ წერს

“საკითხი N2. წლებია უკვე ქალაქში მოსახლეობის პრობლემაა უპატრონო ცხოველები ქუჩებში და გადარჩენისთვის ბრძოლა. გუშინ წინ, ჩემი ძაღლი დაგლიჯა პიტბულმა.

ზოგადად თვალში მხვდება ისეთი ჯიშების მომრავლება ქალაქში, როგორიცაა პიტბული, კანეკორსო, ქართული ნაგაზი, როტვეილერი. ადამიანებისგან ვიგებ, რომ იატაკქვეშ ხდება ძაღლების ჩხუბი და ამიტომ გახდა მზარდად პოპულარული პიტბული. ჩვენ გადავრჩით, ხალხი დაგვეხმარა და რენეს ზომა, რომ ვერ მოკლა, მაგრამ იღბალის საკითხი იყო. ვფიქრობ ძაღლები უნდა იყოს აღრიცხული, სავალდებულო უნდა იყოს შინაური ცხოველების დაჩიპვა და გჭირდებათ მონიტორინგის სამსახური. რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ ქუჩაში აგრესიულმა ძაღლმა დაკბინა? ის, რომ სერიოზული ჯანმრთელობის ზიანი ჯერ არ დამდგარა, არ ნიშნავს რომ არ დადგება. ესაა შენელებული ბომბი და შეიძლება ნებისმიერ წუთს იმსხვერპლოს ვიღაცა.

მოდი გვერდით გადავდოთ პოლიტიკური საკითხები და პირდაპირ ვთქვათ, თქვენც ხომ ამ ქალაქში ცხოვრობთ და ვინაა დაზღვეული ასეთი უბედური შემთხვევისაგან? აუცილებელია ასეთი საკითხების მოგვარება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ზუსტად ამიტომ არსებობს თვითმმართველობა, რომ ეს პრობლემები მოაწესრიგოს.და სამარცხვინოა მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა ამ ქალაქში ერთი ქალის და რამდენიმე მოხალისე აქტივისტის ანაბარა იყოს მიტოვებული. კატასტროფაა რაც აქ ხდება.“ - წერს ტორესა მოსი.